ჩვენ შესახებ

დაკარგულს ვპოულობთ.

Lost & Found კრეატიული სააგენტოა თბილისში. ვწერთ, ვხატავთ, ვიღებთ და ვარეკლამებთ.

ბრენდი ხმაურში იკარგება. ვპოულობთ, რითაც განსხვავდება, და ვაქცევთ ბრენდად, რომელსაც ამჩნევენ და იმახსოვრებენ.

ვმუშაობთ ყოველთვიურადაც და ერთჯერად პროექტებზეც: ბრენდინგი, შეფუთვა, სოციალური მედია, ვიდეო და Meta რეკლამა ერთ გუნდში.

2026 წელს ჩვენმა გუნდმა, ლევან პერტაიამ და ალექსანდრე პატარიძემ, Cannes Lions Georgia-ზე, Young Lions-ის ეროვნულ კონკურსზე, Print-კატეგორიის ოქრო აიღო და ივნისში კანში საქართველო წარადგინა.

თბილისში ვართ, ლვოვის ქუჩა 2-ზე. ვმუშაობთ საქართველოს და უცხოური ბაზრების კლიენტებთანაც.

სერვისები

Cannes Lions Georgia 2026, Print, Gold: ლევან პერტაია და ალექსანდრე პატარიძე. Lost & Found-ის პოსტერი
Cannes Lions Georgia 2026 (Young Lions) · Print, ოქრო: ლევან პერტაია და ალექსანდრე პატარიძე

ჯერ ვეძებთ, მერე ვხატავთ.

სანამ ფერებს, ფონტებსა და რეკლამებს შევეხებით, ვარკვევთ, რა ბიზნესში ხარ, ვის ელაპარაკები და რატომ უნდა აგირჩიონ.

ჯერ აზრი, მერე კრეატივი.

ლამაზი პოსტი, რომელსაც აზრი არ უდევს, ხმაურს ემატება. ჯერ ვწყვეტთ, რა უნდა თქვას ბრენდმა, მერე ვხატავთ.

ჯერ მყიდველი, მერე ფორმატი.

პოსტი, ვიდეო თუ პოსტერი: ფორმატს ის წყვეტს, სად და როგორ ყიდულობს შენი მყიდველი.

ჯერ ბრენდი, მერე პოსტი.

ერთი პოსტი არ ყიდის. ყიდის ბრენდი, რომელსაც ყველა პოსტი ემსახურება.

ფაქტები

სად ვართ

თბილისი, ლვოვის ქ. 2

რას ვაკეთებთ

ბრენდინგი, შეფუთვა, სოციალური მედია, ვიდეო, Meta რეკლამა

როგორ ვმუშაობთ

ყოველთვიური მომსახურება ან ერთჯერადი პროექტი

რომელ სფეროებში

უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები, ღვინო და კვება, მოდა, ბავშვთა პროდუქტები, ტექნოლოგიები

ვისთან

Deka Development, King’s Move, Render Group, The Lake, In City, Corall Seaside Resort, Astorios

ჯილდო

Cannes Lions Georgia 2026 (Young Lions-ის ეროვნული კონკურსი), ოქრო, Print