კონტენტი და პოსტები
სტატიკური პოსტები, კარუსელები, სთორები, ფოტო და ტექსტი. ბრენდის ხმით, თვის კალენდრით, დროულად.
სერვისები
ყველაფერი, რაც ბრენდს სჭირდება, რომ შენიშნონ, დაიმახსოვრონ და აირჩიონ.
სახელიდან შეფუთვამდე: ყველაფერი, რაც ბრენდს სახეს აძლევს.
ახალ ბრენდს ნულიდან ვქმნით, ძველს კი ისე ვაახლებთ, რომ მყიდველმა იცნოს და მეტად მოეწონოს. სახელი, იდეა, ხასიათი, ვიზუალი.
ლოგო, რომელიც სამკერდე ნიშანზეც იკითხება და ბილბორდზეც. ბრენდბუქში ვწერთ, როგორ გამოიყენო, რომ ყველგან ერთი ბრენდი ჩანდეს.
ფერები, შრიფტები, ფოტოს სტილი და წესები, რომ ყველა პოსტი, ბანერი და შეფუთვა ერთი ბრენდის ნაწილი იყოს.
ეტიკეტი, ყუთი, ჩანთა, ქაღალდი. შეფუთვა, რომელსაც თაროზე პირველს ამჩნევენ.
პოსტერი, ბილბორდი, ჟურნალის გვერდი. ერთი ფოტო, ერთი ფრაზა და არაფერი ზედმეტი. ამ კატეგორიაში ჩვენმა გუნდმა 2026 წელს Cannes Lions Georgia-ს (Young Lions-ის ეროვნული კონკურსი) ოქრო აიღო.
სავიზიტო ბარათი, ბლანკი, კონვერტი, ჩანთა, მაისური, სამკერდე ნიშანი. ნივთები, რომლებიც ბრენდს ხელში გაძლევს.
სლოგანი, ბრენდის ხმა, საიტისა და შეფუთვის ტექსტები. ქართულად, რომელიც ბუნებრივად ჟღერს, და ინგლისურად, როცა სჭირდება.
პოსტიდან კამპანიამდე: ყველაფერი, რაც ბრენდს ყოველდღე ალაპარაკებს და მყიდველამდე მიჰყავს.
სტატიკური პოსტები, კარუსელები, სთორები, ფოტო და ტექსტი. ბრენდის ხმით, თვის კალენდრით, დროულად.
რილსიდან სარეკლამო რგოლამდე: სცენარი, გადაღება, მონტაჟი. როცა იდეას გადაღება არ სჭირდება, AI ვიდეოს ვაკეთებთ.
ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამა: აუდიტორია, კრეატივი, ბიუჯეტი და ტესტები, რომ ფული გაყიდვაზე იხარჯებოდეს და არა ლაიქებზე.
ერთი იდეა, რომელიც პოსტერზეც მუშაობს, ვიდეოშიც და სთორიშიც. იდეიდან გაშვებამდე ერთი გუნდი.
ვინ ხარ, ვის ელაპარაკები, რით განსხვავდები და რატომ უნდა აგირჩიონ. ერთი დოკუმენტი, რომელსაც ყველა შემდეგი გადაწყვეტილება ეყრდნობა.
ფიქსირებული თანხა, შეთანხმებული რაოდენობის პოსტი და ვიდეო და ერთი გუნდი, რომელიც შენს ბრენდს ყოველდღე იცნობს.
ჯერ ვეძებთ, მერე ვხატავთ. ოთხი ნაბიჯი, რომელსაც ყველა პროექტი გადის.
გვიყვები, რა ბიზნესში ხარ, ვინ ყიდულობს და რა გინდა. ჩვენ ვკითხავთ, ვუყურებთ და ვიწერთ.
ვარკვევთ, რით განსხვავდები და რატომ უნდა აგირჩიონ. იდეა აქ იბადება, ფერებამდე და ფონტებამდე.
ლოგო, შეფუთვა, პოსტი, ვიდეო. გიჩვენებთ, გვეუბნები, ვასწორებთ.
რაც მუშაობს, ვაძლიერებთ. ყოველთვიურ მომსახურებაში ეს ციკლი ყოველ თვეს მეორდება.
ყოველთვიურადაც ვმუშაობთ და ერთჯერად პროექტებზეც.
ფიქსირებული თანხა და შეთანხმებული რაოდენობის პოსტი და ვიდეო ყოველ თვეს.
დასაწყისი და დასასრული: შეთანხმებული მოცულობა და ვადა.
ფიქსირებული ფასები არ გვაქვს. ყოველთვიური მომსახურების ფასს პოსტებისა და ვიდეოების რაოდენობა განსაზღვრავს, ერთჯერადი პროექტისას კი მოცულობა. დაგვირეკე ან მოგვწერე, რა გჭირდება.
სოციალური მედიის მართვა
ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი: გეგმა, პოსტები, რილსები. შენ ბიზნესს აკეთებ, გვერდებს ჩვენ ვუვლით.